ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიზნესისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის და AUF - ის (ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო) თანამშრომლობით თსუ -ს, I კორპუსის,101 აუდიტორიაში გაიმართება ტრეინინგი თემაზე:
Smart City და „ნივთების ინტერნეტი“ (IoT). ტექნოლოგიების, ბიზნესისა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება
ტრენერი: ლუსიენ კასტექსი - ინტერნეტ საზოგადოება, საფრანგეთი (Internet Society France) -გენერალური მდივანი; Université Sorbonne Nouvelle -მკვლევარი; ადამიანის უფლებების ეროვნული საკონსულტაციო საბჭოს კომისიის წევრი.
თემატიკა:
- „ნივთების ინტერნეტი“ (IoT) ტექნოლოგიები და უსაფრთხოება
- რა არის IoT;
- რატომ არის IoT მნიშვნელოვანი;
- დღევანდელი მდგომარეობა - მონაცემები და მართვა;
- IoT ტექნოლოგიები და ინტერნეტი;
- BigData და IoT (icloud ინტერნეტის ასპექტების ჩათვლით);
- IoT და ხელოვნური ინტელექტის ასპექტები;
- IoT ფართო მოხმარებისთვის, IoT საწარმოებისათვის;
- IoT უსაფრთხოება.
- IoT - შედარებითი მიდგომა ევროპის და საფრანგეთის ჩარჩოები;
- IoT-ის გამოყენება საფრანგეთში (ტექნიკური და პოლიტიკური ასპექტები);
- Safety by design” (უსაფრთხოების უზრუნველყოფა მწარმოებლის მიერ);
- მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება საფრანგეთში